ქალბატონო სოფიო, მინდა გკითხოთ კანონპროექტის - ბავშვთა უფლებების კოდექსის, 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესახებ ("მასობრივ გასართობ საცეკვავო ცენტრებში (ღამის კლუბებში) ბავშვის
მონაწილეობა დასაშვებია 24:00 საათამდე მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის
თანხლებით."). ვფიქრობ, ბუნდოვანია, კონკრეტულად რა ტიპის მასობრივ გასართობ საცეკვავო ცენტრებზეა საუბარი, ვინაიდან აღნიშნული ტერმინი მოიცავს სხვადასხვა დაწესებულებას (გარდა ღამის კლუბისა) და არამარტო დაწესებულებას. მაგალითად, გავრცელდება თუ არა აღნიშნული ნორმის მოქმედება სკოლის მოსწავლეების მიერ დამოუკიდებლად ორგანიზებულ წვეულებაზე.
ვისურვებდი, რომ კანონის ტექსტი იყოს მაქსიმალურად კონკრეტული და ნათელი და არ იძლეოდეს განსხვავებული ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. გმადლობთ.