მოგესალმებით ქ-ნო ირინე,ძალიან ვაფასებ თქვენს საზოგადოებრივ მოღვაწეობას ჯერ კიდევ რა,სად,როდის კლუბიდან ვარ თქვენი მხარდამჭერი და ჩემი სამაგალითო ქალბატონი ბრძანდებით.სიამოვნებით გაგიცნობდით ახლოდან,რომ იყოს ამის შესაძლებლობა.
თემი თხოვნა იქნება მიექციოს ყურადღება ემიგრაციაში დასაქმებით წასულ და მოტყუებულ ჩვენს თანამოქალაქეებს,რომლებიც მონურ შრომში იმყოფებიან.მაგალითად პოლონეთი დღეს დღეობით ადვილია ამ ქვეყანაში ვითომდა სამუშაო ვიზით წასული ჩვენი თანამოქალაქეები,რომლებიც წინასწარ მოტყუებით მიჰყავთ,ამიშავებენ სიცივეში თუ სიცხეშიარ აძლევენ შესაბამის ანაზღაურებას,მხოლოდ საავანსო თანხას უხდიან რომ შიმშილით არ მოკვდნენ... ბევრი დაუბრუნდა ქვეყანას.ბევრი კი ვისაც წინასწარ ,,საბუთის" ფული გადაიხადა ყოველდღე მოლოდინში არიან და ვერც მოდიან.მიმართეს პოლონეთის მთავრობას,საემიგრაციო სამსახურსაც საქართველოს საეჩოსაც მაგრამ რეაგირება არის ნული .
გთხოვთ დეტალურად განიხილოთ ათობით ქართველის ბედის გადაწყვეტა თქვენ შეგილიათ.მათ უკან ხომ გაწირვებული ოჯახებია და თანაც მათ მიერ გამომუშავებული თანხები ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვისაც ხომ მნიშვნელოვანია?
ესე უპატრონოდ და ალალბედად ნუ დავტოვებთ ეს ის ძალაა რომელზეც საქართველო დგას.ძალიან მაწუხებს ეს პრობლემა და მოხარული ვიქნები თუკი რაიმე გამოსავალს მოვძებნით ყველა ერთად.
წარმატებას გისურვებთ.
ქ-ნო ირინე მეიმედებით.
ველი თქვენს პასუხს.დიდი მადლობა
ქალბატონო ნინო,
თქვენს წერილზე რეაგირების მიზნით, გასულ წელს, დეტალური ინფორმაციისთვის მივმართეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეთა მიერ შრომითი უფლებების დარღვევის საკითხით საქართველოს საკონსულოებში მიმართვის შემთხვევაში, როგორც საკონსულოები, ასევე საკონსულო დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეძლებისდაგვარად ეხმარებიან მათ დარღვეული უფლებების აღდგენაში. თუმცა მიმართვიანობა არც თუ ისე ხშირია, ვინაიდან ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქეები მეტწილად ოფიციალური ლეგალური სამუშაო კონტრაქტის გარეშე მუშაობენ საზღვარგარეთ. დახმარება გამოიხატება კვალიფიციური ადვოკატის შეთავაზებაში, კონსულის მხრიდან დამსაქმებელთან პირადი კონტაქტის დამყარებაში და იურიდიული კონსულტაციის გაწევაში.
ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის სამუშაო უფლებების დარღვევათა დიდი წილი მოდის საქართველოს მოქალაქე მეზღვაურებზე. 2017 წლიდან, სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით, სულ 25 ქართველ მეზღვაურს შეექმნა პრობლემები. საკონსულოს ჩარევის შედეგად, მეზღვაურების უმრავლესობას აუნაზღაურდათ სახელფასო დავალიანება.
გთხოვთ, დამატებითი კითხვების ან უფლებების დარღვევის კონკრეტული მაგალითების არსებობის შემთხვევაში კვლავ მოგვმართოთ.
გისურვებთ წარმატებებს.