მიგაჩნიათ თუ არა სწორად, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში (მერიაში), კანცელარია, კერძოდ მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების მისაღები განყოფილება, იყოს განთავსებული შენობის კორიდორში მოწყობილი რკინის ბარიერების მიღმა, რომელიც დამონტაჟდა შენობაში მერიის თანამშრომელთა გამოცხადებისა და მისვლა-მოსვლის აღრიცხვიანობისთვის, ხოლო ამ ბარიერის გამო მოქალაქეებს მერიის კანცელარიაში მოსახვედრად და განცხადების ჩასაბარებლად ექმნებოდეთ პრობლემები, სჭირდებოდეთ კანცელარიის შესაბამისი თანამშრომლის თანხმობა განცხადების ჩასაბარებლად? მაგალითად, ასეთი სიტუაციაა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.