contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: გოჩა ენუქიძე

raji 03 ივნისი 2018

ბატონო გოჩა გაწუხებთ ლენტეხის რაიონის ხელედის თემი მოსახლეობა. გვაინტერესებს თქვენი პოზიცია "ხელედულა 3" ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით რომელიც მოსახლეობის აზრით საშიშროებას გვიქმნის ჩვენ ხელთ არსებული გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე. გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია მადლობთ.

მოგესალმებით,
ვფიქრობ რომ ენერგო პოლიტიკა და მისი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარებისათვის. ჩემი, პოზიცია აღნიშნულ ჰესთან მიმართებაში დამოკიდებულია, იმაზე თუ როგორ აისახება ამ ჰესის აშენება ლენტეხის მუნიციპალიტეტზე და მის მოსახლეობაზე. თუ ამ ჰესის მშენებლობა და მისი ამოქმედება ხელს შეუწყობს ჩვენი მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის ეკონომიკურ განვითარებას და მოსახლეობა თანახმა იქნება ჰესის მშენებლობაზე, ცხადია ჩემი პოზიციაც დადებითი იქნება. მაგრამ თუ კი ჰესის მშენებლობა იქნება საფრთხის შემცველი და მოსახლეობა იქნება ჰესის მშენებლობის წინააღმდეგი მეც ჩემი ხალხის პოზიციას გავიზიარებ. სწორედ ამიტომ ამ ყველაფერს სჭირდება გამოკვლევა, ექსპერტთა დასკვნების მოსმენა და მათი პოზიციის გაზიარება . მხოლოდ ამის შემდეგ, შევძლებთ მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება ერთად.
უნდა გვახსოვდეს, რომ ექსპერტებს ამ საკითხში ძირეული გამოცდილება და კომპეტენცია აქვთ.
მე ყოველთვის ვიზიარებ ჩემი ხალხის პოზიციას, როდესაც ეს პოზიცია არის არგუმენტირებული და დასაბუთებული.