contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: ირაკლი სესიაშვილი

Tornike Marry 08 ივლისი 2015

გამარჯობათ, მინდა გავიგო რა ხდება კონკრეტულად მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კანონში. რა ხედვები გაქვთ. როდისთვის ფიქრობთ რომ მიხედოთ რეალურად ამ თემას. წინა მთავრობას რომ აბრალებთ ყველაფერს მე თქვენ მოგეცით ხმა არჩევნებზე, ახლა აღარ მოგცემთ იმიტომ რომ მეგონა შეამსუბუქებდით ამ თემას კონკრეტულად, თქვენ კი უფრო ამკაცრებთ და ყველას მარტო ის შთაბეჭდილება გვრჩება რომ ფულს აკეთებს სახელმწიფო მარიხუანას მომხმარებლებისგან. გთხოვთ გამცეთ ადეკვატური და კონკრეტული პასუხი.მესმის რომ ბევრი პრობლემა გაქვთ მაგრამ ამ დროში ყველა ზარალდება და მაჯარიმებენ მეც და სხვასაც რაც ჩვენი აზრით და ალბათ ძალიან დიდი პროცენტის აზრით არ ვიმსახურებთ.
დიდი მადლობა

მოგესალმებით,

თქვენს მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია და შესაბამისი კომიტეტების მიერ განიხილება კანონპროექტები „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
აღნიშნული ცვლილების პროექტები შეეხება ნარკოტიკული საშუალების - კანაფის (ზეთი, ფისი, ნაყენი, მცენარე), მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი) მცირე ოდენობით უკანონო დამზადებაზე, შეძენაზე ან შენახვაზე გასაღების მიზნის გარეშე ანდა მათი ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებაზე მოქმედი ადმინისტრაციული სახდელისა და განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომის მართებულობას და მიზანშეწონილობას.
ამასთან, გაცნობებთ, რომ აღნიშნული საკითხი სცილდება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის კომპეტენციის სფეროს, თქვენს შეკითხვაზე კონკრეტული პასუხისთვის, გთხოვთ, მიმართოთ შესაბამის კომიტეტებს.


პატივისცემით,

ირაკლი სესიაშვილი