contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: დავით ბაქრაძე

გიო გამგებელი 01 დეკემბერი 2014

გამარჯობათ ბატონო დავით მაინტერესებს ეს მთავრობა რას აპირებს ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებით ქვეყანაში.

მოგესალმებით გიორგი. სამწუხაროდ, მიუხედავად მრავალი წინასაარჩევნო დაპირებისა, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, შეექმნა დამატებითი სამუშაო ადგილები ქვეყანაში და შესაბამისად, უმუშევრობა კვლავაც რჩება ჩვენი მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულ პრობლემად. უფრო მეტიც - ეკონომიკური სტაგნაციის, ბიუჯეტის მუდმივი გარღვევის, ინვესტიციების კლების, ცხოვრების გაძვირების, ლარის ინფლაციისა და გადასახადების არშემცირების პირობებში, უმუშევრობა დღეს უფრო პრობლემურია, ვიდრე ეს იყო რამდენიმე წლის წინ. გამონაკლისს არ წარმოადგენს ახალგაზრდა თაობაც. ძალიან კარგად მესმის, რამდენად უშლის ხელს სამუშაოს და შემოსავლის გარეშე ყოფნა ახალგაზრდების განვითარების, მათი დაოჯახების, კარიერული წინსვლის პერსპექტივას. სამწუხაროდ, დღემდე მთავრობის მხრიდან არ მოგვისმენია არც ერთი კონკრეტული ინიციატივა, აპირებს თუ არა ხელისუფლება რამით დაეხმაროს სამუშაოს გარეშე დარჩენილ ახალგაზრდებს. შესაბამისად, სამწუხაროდ, თქვენს კითხვაზეც უარყოფითი პასუხის გაცემა მომიწევს - განცხადებული გეგმის, ინიციატივის და ხედვის არარსებობის პირობებში, როგორც ჩანს, დღევანდელი ხელისუფლება ვერაფრის გაკეთებას ვერ შესძლებს ახალგაზრდობის დასასაქმებლად და დასახმარებლად.