contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: ეკა ბესელია

გიორგი ფიფია 17 ივლისი 2015

ქალბატონო ეკა ვარ დაღუპული პოლიციელის შვილი,მაინტერესებს როდიდან მიიღებენ კომპენსაციას ჩვენი ოჯახები და რა საბუთების წარდგენა იქნება საჭირო ამისთვის?

პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მითითებული კანონის შესაბამისი ნორმა (სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი) ამოქმედდება 2015 წლის 1 აგვისტოდან.