მოგესალმებით ქალბატონო ეკა.1 წლის მანძილზე ვერ მოვაღწიე თქვენამდე.ადვოკატის უყურადღებობის გამო ჩემს შვილს მიესაჯა ნასამართლევი ქალის გამო 131 მუხლის 2 ნაწილი.ადვოკატმა არ წარადგინა 1ელ ინსტანციაზე მტკიცებულებები რომელიც ამტკიცებდა რომ სანამ ოპერაციას გაიკეტებდა და გაიგებდა მას უკვე კავშირი ქონდა ამ უწესო გოგოსთან, რომელმაც ოჯახი დაუნგრია 22 წლის ახალგაზრდას.გაუჩინა ბავშვი იმის გამო რომ 5წელი პირობითი ქონდა და მოეხსნათ.ის არ იკმარა და ციხეში ჩასვა.1 წელი საყოველთაო ამინისტით განაჩენის გამოტანისას მოაკლეს.დარჩა 3წელი.1 წელი და 4 თვეა ზის. არის მედიკამენტებზე.ყველანაირად შეერყა ჯამრთელობის მდგომარეობა ციხეში.არ გამოდის რამე კანონი რომ შეეხოთ ასეთ ავადმყოფებს ან რა ვიღონო რომ ცოცხალი გამოვიყვანო ვადაზე ადრე. გთხოვთ დამაკვალიანოთ.გევედრებით და გემუდარებით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის თანახმად, იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით, თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე; ამავე კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, ხოლო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდების შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას შეუძლია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს ის, ვინც დანაშაულის ჩადენამდე ან ჩადენის შემდეგ დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას.