contact mp icon Question To: Zviad Dzidziguri

რუსუდანი 20 March 2019

მოგესალმებით!
გახლავართ ბიოლოგი, ამავე დროს ეკონომიკის დოქტორი, ბიოტექნოლოგიის მიმართულებით. 1997 წლიდან ვმუშაობ "მწვანე ბიზნესის" საკითხებზე. ვარ ინოვაციური პროდუქტის, ყველაზე ჯანსაღი-მიკრომწვანილების პირველი შემქმნელი საქართველოში. ამ ეტაპზე, საზოგადოებაში ჯანმრთელი პროდუქტის წარმოების პოპულარიზაცია-სწავლების მიზნით, ვახორციელებ გარკვეულ პროექტებს ყოველგვარი გარე თუ შიდა დაფინანსების გარეშე.

გთხოვთ, დამაკვალიანოთ, ვის შეიძლება მივმართო და წარვუდგინო ჩემი სამოქმედო გეგმა, კომპეტენტური ორგანოებიდან, შესაძლო მხარდაჭერის თხოვნით.