contact mp icon Question To: Ada Marshania

გიორგი 20 July 2018

გამარჯობა ქალბატონო ადა. მაინტერესებს რას აკეთებთ რუსეთში იმისათვის, რომ გაიყვანონ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები რუსებმა და ბოლომდე შეასრულონ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის დადგენილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და რას აკეთებთ იმისათვის, რომ 1) აფხაზეთი და ცხინვალი აღიარონ ისევ საქართველოს კუთვნილ და საქართველოს კონტროლირებად ერიტორიად და 2) რას აკეთბთ იმისათვის, რომ ბოლომდე შეასრულონ საქართველოს პარლამენტის 21 მარტის დადგენილება "ოთხოზორია ტატუნაშვილის" სიის შესახებ. ასევე მე მაინტერესებს, რატომ ეთანხმებით აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ შედგენილ ე.წ "ჰიშბა-სიგუას" სიას და რატომ მიიჩნევთ მას განხილვის საგანად. შეგახსენებთ, რომ დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დადგენილ სიას არანაირი ძალა არ აქვს. გთხოვთ პასუხი რაც შეიძლება მალე გამეცით.

Ada Marshania Not yet answered