contact mp icon Question To: Mariam Jashi

ოლღა თედორაძე 18 May 2018

მოგესალმებით! მშობლების დიდი რაზმის სახელით მოგმართავთ, ქალბატონო მარიამ, შეკითხვით, თუ გნებავთ თხოვნით. ჩვენი უკმაყოფილების ადრესატია სკოლის სახელმძღვანელოების ხარისხი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მინიმუმ თავის ღირებულებას. მეორე სემესტრისათვის წიგნი თითქმის დაშლილია. ცალკე, და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია- წიგნების წონა! სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რაოდენობის სტატისტიკა აჭარბებს ყველანაირ ნორმებს. 8-9-10 კგ წონის ჩანთა, 1 კლასიდან მე-10 კლასის ჩათვლით! ყველა მშობელს არა აქვს იმის დრო, რომ კლასამდე მიაცილოს ბავშვი, რათა მან არ ატაროს ზურგით ამოდენა ტვირთი. გთხოვთ, ამ საკითხს, რომელიც ეხება ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობას, მიაქციოთ ყურადღება. გმადლობთ, წარმატებებს გისურვებთ.

Mariam Jashi Not yet answered