contact mp icon Question To: Eka Beselia

დიმიტრი 08 June 2017

გამარჯობათ, ქ. ეკა პოლიციის შეურაწყოფაზე, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაწყოფაზე ვფიქრობ კანონი უნდა გამკაცრდეს და ამ კუთხით მეტი სიმკაცრე იყოს. პოლიცია დღე / ღამე ზრუნავს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე მთელი ღამე არ სძინავთ. ინტრიგანი ხალხი კი შეურაწყოფის მეტს არაფერს კადრულობს რადგან კანონი არაა ამ მხრივ მკაცრი, გთხოვთ განიხილოთ ეს კანომდებლობა და გამკაცრდეს პოლციელების მიმართ სიტყვიერი შეურაწყოფა ფიზიკური და ა.შ მეტად დასჯადი უნდა იყოს და თითოეული პოლიციელი უნდა იყოს კანონის სრული სიმკაცრით დაცული. P.S YouTube ზე მომრავლდა ვიდეო, სიმღერა სადაც ქართულ პოლიციას (აგინებენ) აყენებენ სიტყვიერ შეურაწყობას ამაზრზენია ძალიან გთხოვთ განიხილოთ ეს კანონპროექტი და მეტად დავიცვათ ღირსეულმა მიოქალაქეებმა ჩვენი ღირსეული პოლიციელები. გისურვებთ წარმატებებს

Eka Beselia 27 February 2019

მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას გიხდით გამოხმაურებისთვის და ინფორმაციის მოწოდებისთვის. აღნიშნული საკითხი მართლაც რომ მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რაც ჩვენი როგორც პარლამენტის წევრების უშუალო მოვალეობაა. გაცნობებთ, რომ ჩვენს მიერ უკვე განხორციელებულია რიგი ცვლილებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომლის მიზანსაც მართლმსაჯულების გაუმჯობესება და შესაბამისი საკანონმდებლო აქტების დახვეწა წარმოადგენს. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას გამოხმაურებისთვის.