გახლავართ არასრულწლოვანი პატიმრის დედა. ვაჟი იხდის სასჯელს ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში,რომელიც მდებარეობს ცემენტის ქარხნის გვერდზე. ერტი კედელი ყოფთ მათ.I იქაურობა თეთრი მტვრით არის დაფარული.როდის დაიწყებთ მსჯელობას ,მაინც,რომ ეს დანაშაულია და მიუღებელია ცივილიზებული ქვეყნისთვის?! ასეტ სასჯელს არცერტი მათგანი არ იმსახურებს! გმადლობთ..
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გადამეტება, ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების დადგენილი ნორმების გადამეტება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1 000 ლარამდე. ამავე კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოუყენებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ორი ათას ლარამდე.