contact mp icon Question To: Eka Beselia

ნონა ლომაია 15 July 2015

ქალბატონო ეკა მოგესალმებით! მივესალმები ცვლილებას კანონში (260 –ე მუხლის 2ნაწილი) ეს დიდი დამსახურებაა თქვენი და თქვენი კომიტეტის!მაინტერესებს თუ შეეხება ეს ახალი ცვლილება უკვე მისჯილ პატიმრებს რომლებსაც აქვტ მოხმარება მარტო და არა გასაგება?

Eka Beselia 14 December 2020

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამსუბუქებს სასჯელს აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამკაცრებს სასჯელს უკუძალა არა აქვს; თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში; თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.