contact mp icon Question To: Eka Beselia

Veriko Tatulashvili 23 July 2015

ქ-ნო ეკა ჩვენ წავიკითხეთ თქვენს მიერ გაცემული პასუხი სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ პოლიციელების ოჯახების დახმარების შესახებ და ჩვენ გვაინტერესებს თუ რა საბუთებზეა საუბარი ან სად უნდა წარვადგინოთ რომელ სამინისტროში გმადლობთ ყურადღებისთვის.

Eka Beselia 14 December 2020

მოგესალმებით,თქვენი შეკითხვის პასუხად გაცნობებთ, რომ  ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელსაც უნდა მიმართოთ შესაბამისი განცხადებით. თავის მხრივ, სააგენტო საჭირო ინფორმაციას გამოითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განყოფილებიდან. დეტალური ინფორმაციის გასაგებად გაქვთ უფლება მიმართოთ სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ან დარეკოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე -ტ.15-05.