ქალბატონო ეკა მოგესალმებით! მივესალმები ცვლილებას კანონში (260 –ე მუხლის 2ნაწილი) ეს დიდი დამსახურებაა ტქვენი და თქვენი კომიტეტის!მაინტერესებს ტუ სჰეეხება ეს ახალი ცვლილება უკვე მისჯილ პატიმრებს რომლებსაც აქვთ მოხმარება მარტო და არა გასაგება?
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამსუბუქებს სასჯელს აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამკაცრებს სასჯელს უკუძალა არა აქვს; თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში; თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.