contact mp icon Question To: David Bakradze

ნოდარ ვანაძე 08 December 2014

ბატონო დავით წალკაში ჩამოსახლებულ აჭარელ ეკომიგრანტებს გვაქვს კრიტიკული მდგომარეობა. შეშასთან დაკავშირებით ვერანაირად ვერ მოვახერხეთ ბილეთის აღება, ოჯახები გვყავს უკიდურეს მდგომარეობაში , გთხოვთ დაუყენოთ საკითხი მთავრობას რას გვიპირებენ ბოლოს და ბოლოს, ალბათ ახალი მეთოდი შეიმუშავეს თუ როგორ უნდა გაუძლოს ადამიანმა ყინვას. ბატონო დავით ეს არის გამიზნული პროგრამა იმისთვის რომ წალკაში ჩამოსახლებულმა აჭარის მოსახლეობამ ფუნდამენტურად არ დამკვიდრდნენ და იძულებული გავხდეთ რომ წავიდეთ წალკიდან, რათა მათ მიზანს მიაღწიონ. გთხოვთ დაყენოთ საკითხი პარლამენტში რათა იგრძნონ მათი პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე?

David Bakradze 14 December 2020

მოგესალმებით, ბატონო ნოდარ. თქვენი შეკითხვის პასუხად გაცნობებთ, რომ დახმარების თაობაზე შუამდგომლობის წერილი გადავუგზავნე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ბ-ნ ელგუჯა ხოკრიშვილს, ასევე წალკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს ბ-ნ რევაზ შავლოხაშვილს და ხულოს რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს ბ-ნ ანზორ ბოლქვაძეს. მათი მხრიდან გატარებული ზომების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდგომ დამატებით გაცნობებთ. თქვენი თხოვნის შინაარსთან დაკავშირებით მინდა იცოდეთ, რომ სრულად მესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეშით მომარაგების საკითხი რაიონის მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით იქ, სადაც ჯერ კიდევ არ მომხდარა გაზიფიცირება. ამ თვალსაზრისით წალკა, მისი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ურთულეს რაიონად და იქ მცხოვრებ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება და მიხედვა სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან. ძალიან სამწუხაროა, რომ მთავრობის მხრიდან დღემდე არ ექცევა ყურადღება თქვენს და ზოგადად, ეკომიგრანტების პრობლემებს და იმედი მაქვს, რომ ჩემი ჩარევის შემდგომ მაინც მოგვარდება აღნიშნული საკითხი. გისურვებთ წარმატებებს და ბედნიერ შობა-ახალ წელს