contact mp icon Question To: Eka Beselia

ირმა თ 28 May 2015

მოგესალმებით  ქალბატონო  ეკა.გთხოვთ  მიპასუხოთ,პატიმარს  რომელსაც   მისჯილი  აქვს   უვადო   პატიმრობა   260   მუხლის   მესამე   ნაწილით,ნარკოტიკული   ნივთიერების    ოპიუმის  0,045  გრ  ის   შეძენა ,  შენახვისათვის,და  იხდის  სასჯელს   2005  წლიდან,  შეეხება   თუ  არა   კანონი,  რომლის  მიღებასაც   პარლამენტი   აპირებს  და  პირველი  მოსმენით  უკვე  განიხილა.

Eka Beselia 14 December 2020

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედი რედაქციით, დასჯადია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.\r\nსაქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, რომელიც განიხილება საქართველოს პარლამენტის მიერ, აღნიშნული დანაშაული - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გათვალისწინებულია 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით და ისჯება ანალოგიური სახის და ზომის სასჯელით - თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.