ქალბატონო ეკა თქვენ, როგორც უფლებადამცველს მინდა გთხოვოთ დახმარება. მე ვარ დაზარალებული რაჭაში მომხდარი ბოლო მიწისძვრის გამო. ჩემი სახლს, ონის რ-ი სოფ.ნაკიეთში, ადგილობრივი გამგეობის კომისიის მიერ მინიჭებული აქვს პირველი კატეგორია,ანუ ცხოვრებისათვის საშიში კატეგორია რომელსაც ესაჭიროება კაპიტალური სამშენებლო სამუშაოების ჩატარება. მიწისძვრის დროს დედაჩემი აწ განსვენებული ჯენია ჩალაძე ცხოვრობდა ნაკიეთში, მაგრამ ვიღაც ჩინოვნიკის დაუდევრობის გამო ,იმ დროისთვის, არ იყო გატარებული საკომლო წიგნში. ამის გამო დედაჩემი და სხვა ანალოგიურად დაზარალებული მოსახლეები დავრჩით დახმარების გარეშე. ე.წ. დაჩნიკების სიაში შეგვიყვანეს .არავის მოსვლია აზრად გამოეკითხათ მოსახლეობა ნამდვილად ცხოვრობდა თუ არა დედაჩემი სოფ.ნაკიეთში. იმ პერიოდში მაშინდელი ვაი მთავრობის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ჩვენი თხოვნა დახმარების შესახებ. ისეც მოხდა რომ პირველი კატეგორიის დაზარალებულებს კატეგორიები შეუმცირეს. ხალხმა ვაი სულ არ დავკარგოთო და დაეთანხმენ მე-2 კატეგორიებს.ამიტომ ის თანხებიც პრაქტიკულად წყალში გადაიყარა რადგან მე-2 კატეგორიით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ აღმოფხვრიდა პირველი კატეგორიის დაზიანებებს .რაჭის და საერთოდ მთის პრობლემებზე თქვენ კარგად მოგეხსენებათ. მითუმეტეს ზემო რაჭა სასაზღვრო ზონაა, ადგილობრივ ხალხს თუ საერთოდ იქაურებს განსაკუთრებული ყურადღება გვჭირდება. რაჭველები, რომლებიც თუნდაც დღესასწაულებზე ჩამოდიან რაიონში მამულიშვილურ საქმეს აკეთებენ. ცოცხლდება რაიონი, ადგილობრივ ბიზნესს ეზრდება შემოსავლები, ადგილობრივ გლეხობას იმედი უჩნდება რომ ხილისა თუ რძის პროდოქტის რეალიზაციიდან მიღებული ფულით ფქვილს,მარილს და სხვ ა რამეს შეიძენენ ცივი ზამთრის გადასატანად. ქალბატონო ეკა, მე დღეისათვის როგორც მემკვიდრე ჩაწერილი ვარ ჩემ მამაპაპისეულ სახლში მაგრამ იმის გამო რომ სახლში ცხოვრება სახიფათოა ვცხოვრობ ქალაქ რუსთავში. ვარ პრაქტიკოსი იურისტი, საჯარო სამსახურში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილებით. 2013 წელს პარლამენტის აპარატში გამოცხადებულ კონკურსში მივიღე 97 ქულა, ასევე მქონდა საშვალება ონში დამეწყო სამსახური ნოტარიუსად,იმ პერიოდში კონკურსი იყო გამოცხადებული და არა იურისტსაც კი შეეძლო განაცხადის გაკეთება ,მაგრამ მე საცხოვრებელი სახლის ავარიული მდგომარეობი ს გამო ვერ გავრისკე ოჯახით ჩამოვსულიყავი. ქალბატონო ეკა, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ დახმარებას ჩემი ოჯახის დარღვეული უფლებების აღსადგენად და შუამდგომლობას სათანადო უწყებასთან სახლის კაპიტალური სამუშაოებისათვის საჭირო თანხების დასაფინანსებლად. რაჭა რაჭველებმა უნდა შევინახოთ და ამისთვის დახმარება გვჭირდება ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. დიდი პატივისცემით, ნუგზარ ჩალაძე