contact mp icon Question To: Eka Beselia

ლელა ქ 10 July 2015

ჩემ მეუღლეს მისჯილი აქვს 260ის მე-2 ნაწილი და მაინტერესებს ახალი კანონმდებლობით რა შეეხება. ეს ამინისტია ითვალისწინებს თუ არა ამ მუხლის სრულად განთავისუფლებას.

Eka Beselia 14 December 2020

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში განსახორციელებელი ცვლილებით, რომელიც პარლამენტის მიერ მიღებულია სამი მოსმენით და ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, ხდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გადაგზავნის გამიჯვნა მათი უკანონო გასაღებისაგან, რაც გამოიხატება ამ ქმედებების ჩადენისათვის სასჯელის განსხვავებული ზომების დაწესებაში. მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, ჩადენილი:ა) დიდი ოდენობით;ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;დ) არაერთგზის;ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.ნორმის ახალი რედაქციის მიხედვით, იგივე ქმედება, გასაღების გარეშე,  დასჯადია ამ მუხლის მე-3 ნაწილით და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ხოლო გასაღების მიმართ მიდგომა რჩება უცვლელი და ამ ქმედებისათვის კვლავ გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა  ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე (მე-5 ნაწილი).