მოგესალმებით ქალბატონო ეკა. მოგმართავთ როგორც საქართველოს პარლამენტის ყველაზე სამართლიან დეპუტატს და მინდა რომ ერთ არასასიამოვნო ფაქტზე გაგამახვილებინოთ ყურადღება. მოგმართვათ აჭარის ყველა მთავარი სპეციალისტისსახელით. აჭრაში, საჯარო სამსახურების მთავარი სპეციალისტების ხელფასი შეადგენს 660 ლარს და ამას ემატება ყოვეთვიური პრემია 50% (330 ლარი).იანვრის დასაწყისში ფინანსთა სამინისტროს ერთერთმა თანამშრომელმა დაწერა პროექტი რომლის მიხედვთაც, უქმდებოდა პრემიები და ძალაში შედიოდა სახელფასო დანამატები კერძოდ: მთავარ სპეციალისტებს 75% დანამატი, განყოფილების უფროსებს 60% დეპარტამენტის უფროსებს 50%, მინისტრის მოადგილეებს 40% და მინისტრებს 30%.აჭარის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა რომ აჭარის ბიუჯეტში არის ამისთვის სამარისი სახსრები.მთვრობის სხდომაზე საკითხის გასვლის შემდეგ (სადაც მინისტრები და მოადგილეები ესწრებიან მხოლოდ) დანამატები დარეგულირდა შემდეგნაირად: მინისტრებს 70%, მოადგილეებს 60% ხოლო მთვარ სპეციელისტებს 40%. მინისტრის ხელფასი შეადგენს 3000 ლარს და ემატება კიდევ 75% ხოლო მთავარი სპეციალისტის ხელფასი შეადგენს 660 ლარს და ემატება 264 ლარი. არადა პროექტი გაკეთდა იმისთვის რომ მთავარი სპეციალისტებითვის მოეხდინათ ხელფასის მატება და არ მომხდარიყო მათი გადინება კერძო სექტორში. აღმოჩნდა რომ მათთვის სურდათ ხელფასის მომატება..სად ვეძებოთ სამართალი აღარ ვიცი. ძლიან რთული შესაგუებელია როცა ასეთ უსამართლობას ხედავ და არაფრის შეცვლა არ შეგიძლია, უბრალოდ უნდა შეეგუო როგორ ფიქრობს ყველა თავის შემოსავალზე.. ძალიან მიჭირს.. თქვენგან მხოლოდ ის მინდა რომ ვიღაცამ დააფიქსიროს სადმე, ხმამაღლა რომ ეს არის უსამართლობა..