გამარჯობათ, ბატონო ირაკლი შეკითხვა მაქვს პენსიასთან დაკავშირებით, თქვენ ბრძანეთ რომ იუსტიციის თანამშრომბლების პენსიის გადახედვა მოხდებოდა.როდიდან მოგვემატება პენსია?ვარ იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი,სასჯელაღსრულების სისტემაში ვიმუშავე 33 წელი,პენსიაზე გამიშვეს 2005 წელს,ვიღებ 68ლარს.მომემატება პენსია?მადლობა წინასწარ.
მოგესალმებით,თქვენს მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების და გაცემის წესსა და პირობებს ადგენს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი. ამასთანავე მოგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონის მე-8 მუხლით დადგენილი სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების პრინციპი, 2015 წლის 1 იანვრიდან გავრცელდება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდემის მქონე პირებზე, რომლებსაც ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი აქვთ. თქვენთვის, როგორც ვიცე-პოლკოვნიკისათვის 2015 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიური სხელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშდება მოხდება შემდეგი პრინციპით:„ა.გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 10 ლარზე;"