contact mp icon Question To: Eka Beselia

ლაშა ქაშიბაძე 01 December 2014

როდის გამოვა შეკრებითობის გაუქმებაზე კანონი მამა მყავს პატიმარი მე ვარ მეხუთე კლასის მოსწავლე გთხოვთ ადრე გამოუშვათ ეს კანონი.

Eka Beselia 14 December 2020

მოგესალმებით,თვენს შეკითხვასთან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს)  2013 წლის 17 აპრილს განხორციელებული ცვლილების შედეგად გაუქმდა სასჯელთა უპირობოდ შეკრების არსებული წესი. აღნიშნული ცვლილების თანახმად: დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სა­ბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკა­ც­რი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზ­ღვ­რუ­ლი სასჯელები ნაწილობრივ ან მთლია­ნად შეიკრიბება. განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბო­ლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა გა­ნა­ჩენ­ით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშ­ნუ­ლი სას­ჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნა­წილს.