contact mp icon Question To: Eka Beselia

ნინო ლეგაშვილი 05 December 2014

ქალბატონო ეკა შეიძლება ეს თქვენ არ გეხებათ , მაგრამ თქვენ გეკითხებით გეხვეწებით მითხარით თუ შეიცვლება უახლოეს ხანში ქუთაისის სავალდებულო ჯარის წესდება თხოვეთ ბატონ მინდიას გააუქმოს ყაზარმული თორე ციხესავითაა ჯარი სახლში შაბათ-კვირას მაინც გამოუშვან მთელი ჯარის სახელით გთხოვთ ცოლშვილიანები ოჯახებში შვილებთანაც ვერ მიდიან ეს საშინელებაა გემუდარებით ქალბატონო ეკა მიპასუხეთ გთხოვთ.

Eka Beselia 14 December 2020

მოგესალმებით,\r\nთქვენს მიერ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირების უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.  ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სამხედრო მოსამსახურის სამუშაო დროს და დასვენების უფლებას. ამ კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის ყოველკვირეული სამუშაო დროის საერთო ხანგრძლივობა  არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი ყოველკვირეული სამუშაო დროის ხანგრძლივობას. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს დასვენებისათვის ყოველკვირეულად ეძლევა ერთი დღე, თუმცა ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომელთა ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა, საჭიროების შემთხვევაში ტარდება ყოველკვირეული სამსახურებრივი დროის საერთო ხანგრძლივობის შეუზღუდავად.\r\n\r\nზემოაღნიშნული საკითხი რეგულირდება ასევე  საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულებით ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’, რომელიც ასევე ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურისთვის არანორმირებულ სამუშაო დროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.\r\nამასთან, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის გავლისას (სამხედრო ვალდებულების მოხდისას) ემორჩილება მხოლოდ სამხედრო წესდებით განსაზღვრულ ხელმძღვანელობას.(რომელიც ასევე წყვეტს საკითხის იმის შესახებ სამხედრო მოსამსახურემ სამსახური გაიაროს ყაზარმულ თუ მორიგეობითრეჟიმში).დაუშვებელია სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა. ამასთან, სამხედრო მოსამსახურეებს სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის ეკისრებათ სამხედრო ძალების სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.