contact mp icon Question To: Eka Beselia

ნინო ბერიძე 12 August 2015

ქალბატონო ეკა, მამაჩემი გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ჩვენ შსს-ს არქივიდან გამოვითხოვეთ ყველა საბუთი და განცხადებასთან ერთად ჩავაბარეთ 22 ივლისს შსს-ს ადმინისტრაციას, დღემდე გვპასუხობენ რომ კომისიამ უნდა განიხილოს, ჯანდაცვა შსს თან გვამისამართებს შსს დროს ვერ გვეუბნება კომპენსაციის დანიშვნის რიცხვთან დაკავშირებით.

Eka Beselia 27 February 2019

თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. როგორც თქვენი წერილიდან ირკვევა, ორივე უწყებისთვის უკვე მიგიმართავთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ჭიანურდება. ასეთ შემთხვევაში, თქვენთვის შესაძლო დახმარების გაწევა შესაძლებელია, თუ წერილით მომართავთ კომიტეტს, რომელსაც სათანადო შუამდგომლობით გავუგზავნით შესაბამის უწყებას და კანონით დადგენილ ვადაში მოვითხოვთ ინფორმაციას გატარებული ღონისძიებების შედეგების შესახებ.