contact mp icon Question To: Irakli Sesiashvili

ვასილ პაპინაშვილი 13 July 2015

ბატონო ირაკლი მაინტერესებს, რა სტადიაშია კანონი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახების დახმარებსათან დაკავშირებით

მოგესალმებით,

თქვენს მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 3 ივლისს საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო ცვლილების პროექტი საქართველოს კანონებში „პოლიციის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“, რაც გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას. ამასთან, აღნიშნული კანონებით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად)) შორის.


პატივისცემით,

ირაკლი სესიაშვილი